თუ თქვენ დიტოს მიუძღვენით საიტი, შეგიძლიათ დატოვოთ საიტის მისამართი " კომენტარებში".ამის შემდეგ მე გამოვაქვეყნებ მას, გვერდზე ( დიტოსთვის მიძღვნილი საიტები ).

lundi 5 mai 2008

დიტომ სოხუმი და ბავშვობა გაიხსენა

დიტო ლაგვილავა სოხუმშია დაბადებული. 4 წლამდე ის იქ იზრდებოდა. ბავშვობა და ომის წლები მან ახალ მეგობრებთან გაიხსენა.
სოხუმზე საუბარი ზღვის და ზაფხულის გახსენებით დაიწყო. დიტომ თქვა, სოხუმში წასვლა რომ შეიძლებოდეს, ყველა იქ დაისვენებდაო. ამას ოჯახის ისტორია მოაყოლა. ის 3 წლის იყო, როდესაც დედა და ომში დაჭრილი ძმა თბილისში ჩამოვიდნენ. თვითონ მამასთან ერთად აფხაზეთში კიდევ წელიწადნახევარი ცხოვრობდა. ეს პერიოდი მას კარგად არ ახსოვს, რადგან სულ პატარა ბავშვი იყო, მაგრამ ახსოვს ცალკეული ფრაგმენტები, მაგალითად ის, რომ მაგიდის ქვეშ იმალებოდა, როდესაც სროლა ატყდებოდა ხოლმე.
სევდიანი საუბარი დიტომ მაინც იმედიანად დაასრულა: მან თქვა, როცა იქნება, ხომ დავბრუნდებით, და მერე ”გავაჯაზებთო”.


0 commentaires: