თუ თქვენ დიტოს მიუძღვენით საიტი, შეგიძლიათ დატოვოთ საიტის მისამართი " კომენტარებში".ამის შემდეგ მე გამოვაქვეყნებ მას, გვერდზე ( დიტოსთვის მიძღვნილი საიტები ).

dimanche 18 mai 2008

დიტოს და ნათიას კამათის მიზეზი მთქნარება გახდა



აერობიკის ვარჯიშზე ნათიამ დიტოს შენივნა მისცა, როდესაც ამთქნარებ, პირზე ხელი აიფარეო. დიტოს ნათიას ტონი არ მოეწონა და უთხრა, შენი საქმე არ არის, მე ვამთქნარებ თუ არაო, და სთხოვა მისთვის შენიშნვა აღარ მიეცა. ნათიამაც არ დათმო პოზიციები და თქვა, რომ როდესაც ამთქნარებდი შემომეფურთხა და ამიტომ გითხარიო. დიტოს გაუკვირდა, მთქნარების დროს ფურთხება არ გამიგიაო. კამათი კარგა ხანს გაგრძელდა, ამჯერად ნათიას არ ამოეწონა დიტოს ტონი და უთხრა, ქუჩურად შენს უბანში ილაპარაკეო. დიტომ ნათიას უზრდელი უწოდა და ისიც დაამატა, რომ განგებ არ გაუკეთებია, როდესაც ამთქნარებდა, შემთხვევით, ნათიამ მის ახლოს გაიარა. მდგომარეობის გამწვავებისგან ბოლოს ორივემ თავი შეიკავა და კამათი შერიგებით დასრულდა.













0 commentaires: