დიტო ლაგვილავა ”მაგთის” ოფისში მეგობრებს და ფანებს შეხვდა.
ნინო ჩაჩავამ ის წინასწარ გააფრთხილა, რომ სიურპრიზს უმზადებდნენ, ამიტომ სთხოვა, სწრაფად მომზადებულიყო. დიტო ”მაგთის” ოფისში მივიდა, სადაც მას მეგობრები და ფანები ელოდებოდნენ. დიტომ გვერდში დგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. მეგობრების ნახვით ის უზომოდ ბედნიერი იყო.
სახლში დაბრუნებულმა ყველას მიახარა, რომ მეგობრები და ოჯახის წევრები ნახა. გულის სიღრმეში ყველა დიტოს ადგილზე ყოფნას ნატრობდა, ხმამაღლა ეს მხოლოდ ანიმ გამოხატა. მან დიტო გადაკოცნა, და უთხრა, შენი წყალი გადმომსხმოდესო. ასეთ სიურპრიზს დიტო თავადაც არ ელოდა, ამიტომ დაფიქრებულმა იკითა, საინტერესოა რით დავიმსახურე, რატომ წამიყვანესო.
0 commentaires:
Enregistrer un commentaire